hamo

ჩვენს შესახებ

       

 

ჰამო - შეამკე შენი კარადა აზიური მოზაიკით

ბრენდი "ჰამო", 2020 წელს დაარსდა საქართველოში. "ჰამო" მრავალპროფილური სტილის ტანისამოსს აწარმოებს და გთავაზობთ როგორც აზიური, ასევე ევროპული და აფრიკული სტილის ტანსაცმელს. ერთ-ერთ ძირითად მიმდინარეობას იოგას ხაზი წარმოადგენს, რომლის დამატებითაც ბრენდის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში იოგას მიმართ სიყვარულის დანერგვასა და ჯანმრთელობის დონის ამაღლებას.

ჩვენი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია გამორჩეული ვიზუალის, ინდივიდუალური ხასიათისა და მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, ბრენდის მიზანი კი თქვენთვის მაქსიმალური კომფორტისა და სიმყუდროვის შექმნაა.

მადლობას გიხდით ნდობისთვის

სიყვარულით, „ჰამოს“ გუნდი!